თათია ჩიხლაძე უსაფრთხოების კვლევების რეგიონალური ინსტიტუტის (RISS) უფროსი მკვლევარი და ბრიტანული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მის კვლევით ინტერესებში შედის შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოება, ჰიბრიდული ომის საკითხები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და პოსტ-საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმების მედეგობა.

მას აქვს უფროსი ანალიტიკოსის პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სადაც მისი ანალიტიკური საქმიანობა ძირითადად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე იყო ფოკუსირებული.

თათია ჩიხლაძეს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (PhD) ბრემენის უნივერსიტეტში (გერმანია) აქვს მოპოვებული. მისი დისერტაციის თემა იყო პოსტ-საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების სტრატეგიები პოლიტიკური კრიზისების პერიოდებში.

მან მაგისტრის პირველი ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში (CSS) მოიპოვა სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, ხოლო მაგისტრის მეორე ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) მიიღო რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების დარგში. ის ასევე ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

photo

თათია ჩიხლაძე

უფროსი მკვლევარი

photo

ნათია სესკურია

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი