ნათია სესკურია უსაფრთხოების კვლევების რეგიონალური ინსტიტუტის (RISS) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. იგი დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ასოცირებული მკვლევარი და Chatham House-ის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

ნათია ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), ასოცირებული პროფესორის პოზიციას იკავებს.

მას აქვს გამოცდილება როგორც პოლიტიკის დაგეგმვისა და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების სიღრმისეულ ანალიზში.

წარსულში, ნათიას აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში (MEI) მკვლევარის პოზიცია ეკავა. გარდა ამისა, ნათია მუშაობდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატსა და თავდაცვის სამინისტროში. სხვადასხვა დროს, ნათია ასევე მუშაობდა ლონდონის The Sunday Times- ის რედაქტორთან მკვლევარად, RUSI-ის საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დეპარტამენტში და პოლიტიკური რისკების მენეჯმენტის მიმართულებით, დამოუკიდებელ კონსულტანტად ლონდონში.

ნათიას საკვლევი სფერო ფოკუსირებულია რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, კერძოდ, რუსეთის ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან და დასავლეთთან. ის ასევე სპეციალიზირებულია კონფლიქტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ნათიას რეგულარულად იწვევენ საერთაშორისო პრესაში, მათ შორის: BBC, CNN, Al Jazeera და FRANCE 24-ზე.

ნათია არის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ინტეგრაციის მაგისტრი და ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ბაკალავრი.

photo

ნათია სესკურია

დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

photo

თათია ჩიხლაძე

უფროსი მკვლევარი