თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტმა (RUSI) და უსაფრთხოების კვლევების რეგიონულმა ინსტიტუტმა (RISS) გამოაქვეყნეს კვლევა, რომელშიც შესწავლილია კიბერდანაშაულისა და ონლაინ საფრთხეების შესახებ არსებული გამოცდილებები და საზოგადოების აღქმები. კვლევაში მოწყვლად ჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას, აამაღლოს ცნობიერება და წაახალისოს მიმართვიანობა.
კვლევა მომზადდა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის საელჩოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ.