უსაფრთხოების ახალი წესრიგი შავ ზღვაში: საქართველოს როლი

16 ნოემბერი 2022

რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონის ფუნდამენტური დესტაბილიზაცია მოახდინა და შავიზღვისპირა ქვეყნების დაუცველობა გაზარდა. შავი ზღვის მილიტარიზაციამ, ისევე როგორც რუსეთის ამბიციებმა, გააძლიეროს რეგიონში თავისი პოზიციები, აიძულა ტრანსატლანტიკური საზოგადოება, გადახედოს თავის დიდი ხნის მიდგომას რუსეთთან მიმართებით და მეტი ყურადღება დაუთმოს შავი ზღვის უსაფრთხოებას. საქართველო, როგორც ნატოს არაწევრი ზღვისპირა სახელმწიფო, თავისი ტერიტორიების ნაწილის რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციისა და მოსკოვის მუდმივი ზეწოლის პირობებში, რაც მრავალი არაკონვენციური მეთოდის გამოყენებით ხორციელდება, ძალიან მოწყვლად მდგომარეობაშია.

აღნიშნული ნაშრომი აანალიზებს რუსეთის მიდგომას შავი ზღვის რეგიონის მიმართ და საქართველოს როლს რუსეთის სტრატეგიულ აზროვნებაში. იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი ინკლუზიური არქიტექტურის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე და განიხილავს, თუ როგორ შეუძლია საქართველოს თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონალური უსაფრთხოების ერთობის ფორმირებაში, რომელიც შეაკავებს რუსეთს და დაუპირისპირდება პოლიტიკურ ფრაგმენტაციასა და იზოლაციას, რასაც მოსკოვი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უწყობდა ხელს. ასეთი მიდგომა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ მის წინაშე არსებული გამოწვევები შესაძლებლობებად გადააქციოს და გაზარდოს თბილისის მნიშვნელობა ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის.

ნოემბერი 2022

კიბერდანაშაულის გამოცდილება საქართველოში