RISS არის დამოუკიდებელი, არაპარტიული კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ფოკუსირებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევებზე. ინსტიტუტი, მსოფლიოს უძველეს და ერთ-ერთ წამყვან ბრიტანულ ანალიტიკურ ორგანიზაციასთან, Royal United Services Institute (RUSI), პარტნიორობით ოპერირებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც RUSI რეგიონში თავის ასოცირებულ ანალიტიკურ ცენტრს აყალიბებს.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენ გთავაზობთ რეგიონული და გლობალური გამოწვევების შესახებ მიუკერძოებელ კვლევებსა და ანალიზს, განსაკუთრებული ფოკუსით შავი ზღვის რეგიონსა და მის საერთაშორისო მნიშვნელობაზე. Ჩვენს საქმიანობას ძლიერი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე დარგის ექსპერტები უძღვებიან. Ჩვენი კვლევები მულტიდისციპლინურ და მრავალგანზომილებიან მიდგომას ეყრდნობა, რაც ჩვენს გუნდს საშუალებას აძლევს, საზოგადოებას მრავალფეროვანი და ინოვაციური ხედვა შესთავაზოს.
ჩვენი ინსტიტუტის ძირითადი საქმიანობა მოიცავს სიღრმისეულ აკადემიურ კვლევებსა და პუბლიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების ყველაზე კრიტიკული საკითხების შესახებ რეგულარულ დისკუსიებს, კონსულტაციებს, ტრენინგებს, ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას.
RISS უზრუნველყოფს სტრატეგიული ხედვების შემუშავებას და პოლიტიკის შემქმნელებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
Ჩვენი მიზანია რეგიონული და საერთაშორისო ლიდერების, წამყვანი ექსპერტების, აკადემიური და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლების მოზიდვა და მაღალი დონის სტრატეგიულ და პოლიტიკურ დისკუსიებში მათი ჩართულობა. Ჩვენ ვგეგმავთ ჩამოვაყალიბოთ საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.
ჩვენი ღირებულებები
დამოუკიდებლობა ჩვენი ფუძემდებლური პრინციპი და ძირითადი ღირებულებაა, რაც ჩვენი საქმიანობის მაღალი ხარისხის გარანტია. RISS ამაყობს RUSI-სთან პარტნიორობით, რომელმაც 191 წლის განმავლობაში შეინარჩუნა პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
RISS ხელს უწყობს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას. ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ განსხვავებული მოსაზრებები და პერსპექტივები, რომელიც ფართო აუდიტორიისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი ინსტიტუტის მიზანია, სხვადასხვა ინიციატივებისა და პროგრამების მეშვეობით, ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება.
ჩვენი ინსტიტუტი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი მხარდამჭერია და პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების განმტკიცებაში.
პარტნიორობა RUSI-სთან
RUSI უნიკალური კვლევითი ინსტიტუტია, რომელიც 1831 წელს დაარსდა და თითქმის ორსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, საზოგადოებასა და მსოფლიო ლიდერებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიის წამყვან პლატფორმას სთავაზობს. RUSI გამორჩეული საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს და 2020 წელს, ჟურნალმა Prospect-მა ის წლის ანალიტიკურ ინსტიტუტად დაასახელა.
RUSI არის RISS-ის დამფუძნებელი პარტნიორი ორგანიზაცია. ინსტიტუტები ერთობლივ კვლევებსა და პუბლიკაციებზე მუშაობენ, აწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს და ახორციელებენ პროექტებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.